"ვსიო დაემშვიდობე შენ შვილს ვეღარ ნახავო. არაა დასანდობი არც მაგ და არც ჩემი მაზლი, ისიც უნდა მიაყოლონ და დაიჭირონ“ - თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბავშვის დედა

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის, ავთო რობაქიძის დედამ, „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში ქმრისა და შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა.

შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ გათხოვების დღიდანის ქმრის მხრიდან მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო. ამასთან აღნიშნავს, რომ მის ქმარს შვილზე არასდროს უძალადია.

როგორც მირანდა რობაქიძემ თქვა, მისი ქმარი ალკოჰოლის მიღების შემდეგ იცვლებოდა, აგრესიული ხდებოდა და სისტემატიურად ჩხუბობდა ოჯახში დედასთან, მაგრამ ბავშვს ფიზიკურად არასდროს არ შეხებია. მან დეტალურად გაიხსენა ტრაგიკულ შემთხვევამდე მომხდარი ამბავი.

„საერთოდ ამპულას ვუდგამდით ხოლმე რომ არ დაელია. თუ არ დალევდა ნორმალურად იყო, ამხელა ოჯახი მოიყვანა, არც ბავშვს ურტყამდა, ტყუილია რომ ის ჩემ ავთოზე ძალადობდა, უბრალოდ, როცა სვამდა თავისთვის ყვიროდა. წინა საღამოს დამირეკა, მეჩხუბა, მაგინა და გამლანძღა. მერე ბავშვს ათქმევია ფული გამომიგზვნეო. მე ვუთხარი არ გამოგიგზავნი-თქო, მაშინ ტრაქტორს გავყიდიო. გაყიდე-თქო ვუთხარი მერე დამიყვირა, ვსიო დაემშვიდობე შენ შვილს ვეღარ ნახავო. არაა დასანდობი არც მაგ და არც ჩემი მაზლი, გვერდით რომ ცხოვრობს ისიც უნდა მიაყოლონ და დაიჭირონ“, - ამბობს მირანდა რობაქიძე.

კომენტარი