"ბულინგი მოახდინეს ჩემზე"- ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ საქმის პროკურორის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მასზე საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა.

თამაზაშვილის თქმით, მას შემდგ რაც გუშინ, ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ თამარის წერილი გამოაქვეყნა პროკურორი მისგან ითხოვდა ეთქვა, მას ჰქონდა თუ არ ეს წერილი და მან გადასცა თუ არა ჩანაწერი კაპანაძეს.

"ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის წერილი და მე რომ ჩამეთვალა საჭიროდ, მე ხომ თავის დროს ვიზამდი. თვითონ მოიპოვა კაცმა, ჩათვალა საჭიროდ და გაასაჯაროვა", - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურორი ეჭვებს გამოთქვამდა მიხეილ რამიშვილის მიმართ და კითხვებს სვამდა, რატომ იცავს მათ ოჯახს რამიშვილი და რა ჰონორარს უხდიან მას.

ამასთან როგორც ირკვევა, კუთვნილინ სოციალური ქსელიდან ინფორმაცია წაშლილია, მათ შორის მიმოწერები და ზარები.

ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის ტელეფონში ასევე არ იძებნება ლოკაციები. მის ტელეფონში დარჩენილი ფოტოები კი 18 ივნისის 22:00 საათით თარიღდება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს და საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

"მართლა მკვლელობასთან გვაქვს ჩვენ შემხებლობა, ის არის, რომ ყველა ინფორმაცია, რითიც შეგვეძლო გაგვეგო, ვისთან ჰქონდა მას ბოლო პერიოდში კონტაქტი, როგორ მოხდა მისი სახლიდან გაყვანა, ვის შეიძლებოდა ყოფილიყო ის სუბიექტი, ეს ინფორმაცია, არც ვოთსაფში, არც მესინჯერში, არც მისი გადაადგილება, არის წაშლილი"- განაცხადა რამიშვილმა.

დაღუპულის დედა გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ დღეს შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, ბაჩანა ლობჟანიძის დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა ლობჟანიძისვე თქმით, მას დაკითხვაზე დაბარების დრო აერია.

კომენტარი