შაბათს, 1 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ს პრეზენტაცია გაიმართება

შაბათს, 1 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N7) გაიმართებასამოქალაქო პლატფორმა 20/20”- პრეზენტაცია, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მანიფესტზე ხელმოწერით დაადასტურებს იმ პრინციპებზე თანხმობას, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობას. ღონისძიებაზე პლატფორმის წევრები წარადგენენ 20/20- მიზნებსა და სამოქმედო გეგმას.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს.

პლატფორმის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა; ადამიანის უფლებების და შეზღუდული მმართველობის იდეის განუხრელი დაცვა; საარჩევნო სისტემის მონიტორინგი და საერთაშორისოდ აღიარებული საარჩევნო პრინციპების დაცვა; სახელმწიფოს, საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარების მიზნით. აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ანონსი

შაბათს, 1 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N7) გაიმართება “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ს პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე პლატფორმის წევრები წარადგენენ 20/20-ს იზნებსა და სამოქმედო გეგმას, რაც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

საკონტაქტო პირი: ვასო ურუშაძე

ტელ: 599 22 04 46

კომენტარი