სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მეჩეთიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი მეჩეთში იმყოფებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილებს მიმართა და ყურბან-ბაირამის დღესასწაული პირადად მიულოცა: „სასიხარულოა, რომ საქართველოს წინსვლაში წვლილი შეაქვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქეს, აღმსარებლობის მიუხედავად. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ ერთი საერთო იდეის ირგვლივ ყველა გაერთიანდა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ გაიხსენა დავით აღმაშენებელი, რომელიც დადიოდა როგორც ქრისტიანულ ეკლესიებში, ასევე სინაგოგასა და მეჩეთში. „მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ერთიანობა ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის ერთიანობა იყო“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უდიდესი მუსულმანური დღესასწაული აიდ ულ-ადა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში აღინიშნება. თურქულის გავლენით ამ დღესასწაულს ქართულ სინამდვილეში ყურბან-ბაირამს უწოდებენ. ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს ნიშნავს. იგი ჰიჯრის მთვარის კალენდრის ზულჰიჯას თვის 10 რიცხვში უწევს ხოლმე. ამ დღეს მორწმუნე მუსლიმები იხსენებენ წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (=აბრაამი) მიერ ისჰეკის (=ისააკის) მსხვერპლად შეწირვისთვის წაყვანას. ამ დღეს მუსლიმები კლავენ ცხვრებს, ურიგდებიან მათ, ვისთანაც უჩხუბიათ, საკვებს ურიგებენ გაჭირვებულებს და სტუმრობენ ახლობლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100