"ვინმე ჭკუათმყოფელს სჯერა, რომ ამ უსულგულო, პათოლოგი ხვადაგების ხელში, რომლებსაც ასეთი სისასტიკის შეთხზვა და აღსრულება შეუძლიათ, ქვეყანას მომავალი აქვს?" - ზურაბ გურული

ექიმი ზურაბ გურული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას კიდევ ერთხელ ეხმიანება სოციალურ ქსელში:

„საცოდავი ბავშვი და საცოდავი საქართველო. უკვე მერამდენედ გახდა ავადმყოფი, სადისტი პირუტყვების წერა.

და ვინმე ჭკუათმყოფელს სჯერა, რომ ამ უსულგულო, პათოლოგი ხვადაგების ხელში, რომლებსაც ასეთი სისასტიკის შეთხზვა და აღსრულება შეუძლიათ, ქვეყანას მომავალი აქვს?

ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი. თავისი შინაარსით, მასშტაბებითა და სისასტიკით ეს სერიოზული გონებრივი პათოლოგიებისა და დეგრადაციის აღმნიშვნელია. და ამას ემატება ცხოველური შიში, რომელიც საზოგადოებას აიძულებს რომ ეს ყველაფერი მიიღოს და კომფორმისტულად შეინივთოს.

პროფესიული უღირსობისა და უინტელექტობის კატასტროფული დონე. ელემენტარულ დეტალებზე საუბრობდა უკრაინელი ექსპერტი – სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხეკურსელმა რომ უნდა იცოდეს, ისეთ დეტალებზე. როგორ სძინავს ამ ხალხს ღამით?

უვიცობა, ვირეშმაკობა, ბოროტება და სისასტიკე, თანაც უკიდურესი ცინიზმით შეზავებული.
პოლიტიკური ელფერი მისცა ამ შემთხვევას „მთავარმა არხმაო“. არ ყოფილიყო ალტერნატიული მძლავრი მედია-საშუალება და ვერც ეს უბედური ბავშვი იპოვიდა ვერასოდეს სამართალს.

თავისი სამშობლოსავით გალახული, დამცირებული, დაჩაგრული და მრავალჯერ მოკლული შერჩებოდა მარადისობას“, – წერს ექიმი.

კომენტარი