ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფება

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება ავთო ბილანიშვილი.

საქმე ეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ავთო ბილანიშვილიც ფიგურირებს.

„მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და სადაც მოწმე, გურამ ამირხანაშვილთან ერთად ჩანს უცნობი მამაკაცი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ეს მამაკაცი სავარაუდოდ ავთო ბილანიშვილია.

საქმეში ბილანიშვილის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მისი ადვოკატი, თამარ აბესაძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ დროს ბილანიშვილი დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულებებიც არსებობს.

კომენტარი