სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საავადმყოფოში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს - ცნობილი რეპერი ორმხრივ სროლას ემსხვერპლა

აშშ-ში, მისურის შტატში ორმხრივი სროლის შედეგად ამერიკელი რეპერი Huey გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ინციდენტი მისურის ქალაქ კინლოხში, სენტ-ლუისიდან 25 კილომეტრში მოხდა. 32 წლის რეპერი (ნამდვილი სახელი ლოურენს ფრანკს ჯუნიორი) საავადმყოფოში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით არავინაა დაკავებული, დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში სულ მცირე 10 ადამიანი მონაწილეობდა. კიდევ ერთი დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Huey-ის მიერ შესრულებული Pop, Lock & Drop It 2017 წელს 23 კვირის განმავლობაში „ბილბორდის“ საუკეთესო ასეულში ხვდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100