ფინანსთა მინისტრი: 2012 წელს საქართველოში პენსია გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებთ, მთავრობა დაპირებას შეასრულებს და 2012 წელს პენსია გაიზრდება. 2011 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან პენსია 100 დოლარი გახდებოდა.

მინისტრის განმარტებით, პენსიის გაზრდის საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო საფინანასო ინსტიტუტებთან, მათ შორის სავალუტო ფონდთან, თუმცა რა პარამეტრამდე გაიზრდება პენსია, ჯერ ცნობილი არ არის.

„პარამეტრების სწორი შერჩევა განაპირობებს, რამდენად მდგრადი იქნება რეფორმა. არსებობენ რიგი ქვეყნები, რომელთაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, გაზარდეს ხელფასები და პენსიები, შემდეგ კი დეფოლტი გამოაცხადეს,“ – აცხადებს გვინდაძე.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში რაც უფრო მეტად გაიზრდება ეკონომიკა, გაიზრდება დასაქმება და შემცირდება სიღარიბის დონე.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, რაც თავის მხრივ სოციალური ხარჯების ზრდას განაპირობებს“, –ამბობს გვინდაძე.

კომენტარი