სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი რეფორმატორების გუნდში მიღებას Facebook-ზე აცხადებს! – 3 მოთხოვნა კანდიდატებისთვის

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე რეფორმატორების გუნდის შეკრების შესახებ აცხადებს და აქვეყნებს სპეციალურ ფორმას კონკურსში მონაწილეებისთვის.

„მოგესალმებათ უკრაინის რეფორმების საბჭოს ნაციონალური კომიტეტი! თუ გსურთ შემოუერთდეთ რეფორმატორების ჩვენს მეგობრულ, აქტიურ და ძლიერ გუნდს, შეავსეთ ეს ფორმა“, – წერს სააკაშვილი.

კანდიდატისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სპეციალობით 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება და ყოფილი დამქირავებლების რეკომენდაცია.

მათ, ვისაც უნდა გახდეს „რეფორმატორი“, ვიდეოს ჩაწერაც მოუწევს.

თავად სააკაშვილი მომავალ კანდიდატებს ჰპირდება საინტერესო სამუშაოს საბაზრო დონის ანაზღაურებით, თანამედროვე ოფისს კიევის ცენტრში და პროფესიულად სწრაფი ზრდის შესაძლებლობას.

მოთხოვნადი პროფესიები: იურისტი, PR-სპეციალისი, ქოფირაიტერი, მენეჯერი, ბუღალტერი და სხვ.

კანდიდატებთან გასაუბრება 19 მაისს გაიმართება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი 7 მაისს მოაწერა. იმავე დღეს საქართველომ უკრაინაში ელჩი გამოიწვია. ზელენსკის თქმით, ამით საქართველომ შეცდომა დაუშვა და ის იმავე საპასუხო ზომებს არ მიმართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100