სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ შეძლებს ჩაკეტილ 4 ქალაქში შესვლას და გამოსვლას?

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ვინ შეძლებს დღეს, 21:00 საათიდან ჩაკეტილ თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლას და გამოსვლას. ამის შესახებ გიორგი გახარიას პრესმდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხდა.

„შეზღუდვები არ შეეხება შემდეგ კატეგორიებს: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე; ბრალდებულებისა და მსჯავდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და სხვა ფასეულობების ინკასაციას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მოწოდებისა და უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ გადაადგილებას; ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურეობის მიზნით გადაადგილებას; სამომსახურეო სარკინგზო მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან; ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების მიზნით გადაადგილებას - აქ იგულისხმება მიცვალებულების გადასვენება ან დაკრძალვა; ჰუმანიტარული მიზნებით საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს; ასევე მთავრობის მიერ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად“, - განმარტა ჩიქოვანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100