სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 წლის ბიჭმა შეყვარებული იმიტომ მოკლა, რომ ეგონა გოგონას კორონავირუსი სჭირდა და ცდილობდა მისთვისაც გადაედო

იტალიის ქალაქ მესინაში, სიცილიის კუნძულზე, მამაკაცმა საყვარელი ქალი იმიტომ მოკლა, რომ ეჭვობდა შეყვარებული კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ცდილობდა მისთვისაც გადაედო. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.
სამშაბათს, დილას, 31 მარტს, 28 წლის ანტონიო დე პასემ გამოიძახა პოლიცია და აღიარა მისი შეყვარებულის, ლორენ ქუანტას მკვლელობა. საპატრულო შემთხვევის ადგილზე მივიდა და აღმოაჩინა, რომ ანტონიომ თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მას ოპერაციული დახმარება გაუწიეს და გადაარჩინეს. ხოლო გოგონას რეანიმაცია ვერ მოახერხდა. პოლიციასთან საუბრისას ანტონიომ აღიარა დანაშაული.
"მე მოვკალი იგი, რადგან მან დამიმალა, რომ კორონავირუსითყო ინფიცირებული ".- განაცხადა მკვლელმა.
ექიმებმა ამის შემდეგ ორივე შეამოწმეს კორონავირუსზე, თუმცა ტესტმა ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა.
27 წლის გოგონა მესინას უნივერსიტეტში სამედიცინოზე სწავლობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100