სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ის პაციენტები, რომელთაც აქვთ კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა მკურნალობას სახლში გაივლიან - ჯანდაცვის მინისტრი

პაციენტები, რომელთაც აქვთ კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა, მკურნალობას სახლში გაივლიან - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, კომუნიკაცია სატელეფონო ზარის მეშვეობით შედგება.

ტიკარაძის განცხადებით, თუ პაციენტის სიმპტომები გართულდება, ის შესაბამისად გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

"კომუნიკაციის პირველივე დღიდან, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80 პროცენტს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას სახლში გაივლიან.

მათი პირველადი კომუნიკაცია მოხდება სატელეფონო ზარით და დღესდღეობით ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების ზარები და შესაბამისად დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა.

თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი-სპეციალისტი აძლევს რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ის ძირითადი სქემა, რითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100