82 წლის ქალზე, რომელსაც მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხი მოვიდა

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულ 82 წლის ქალს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ექიმების თქმით, პაციენტს პნევმონია აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

,,82 წლის პაციენტს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, მას ჩვეულებრივი პნევმონია აქვს. მისი მდგომარეობა არის სტაბილური, დადებითი დინამიკით,” - განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთის ჰოსპიტალში მაღალი ტემპერატურით სენაკის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 82 წლის ქალი შეიყვანა. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კომენტარი