სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი - როგორ ამინდს პროგნოზირებენ საქართველოში

მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება.

14-15 მარტს ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.

16 მარტიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობსა და ბარში დღისით +6, +11 გრადუსამდე.

ქ. თბილისში 13 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს +16, +18, ხოლო 16 მარტს +9,+11 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100