ვინ არის სამტრედიაში, ქმრის მიერ მოკლული გოგო - რას ყვება გარდაცვლილი მამა

სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი სალომე ბოხუაა. გოგონას 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის საჯარო რეესტრის შენობაში განქორწინების მიზნით იყო მისული, რა დროსაც ყოფილი ქმარი დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა.

სალომეს მამა ყვება, რომ შვილი საჯარო რეესტრის შესასვლელთან თავად მიიყვანა და სანამ ავტომობილის დასყენებელი ადგილი იპოვა, მისი შვილი შენობაში შევიდა. რამდენიმე წუთში ყვირილის ხმა გაიგონა, შიგნით შესულს კი შვილი უკვე მკვდარი დახვდა. მისი ყოფილი სიძე კი დაცვის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარი