სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ივლისს დაიკავებს!..

Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა "I Want Your Love", "Le Freak", "Dance, Dance, Dance" და "Good Times". მიუხედავად იმისა, რომ Nile Rodgers ძირითადად დისკოს და ფანკის სტილის მიმდევარი იყო, მის მიერ შექმნილი კომპოზიციებმა პოპ მუსიკის მომავლის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშეს. David Bowie, Diana Ross, Madonna და გლობალური მუსიკალური სივრცის სხვა ლეგენდებთან თანამშრომლობის ფარგლებში Nile Rodgers & Chic-ის შექმნილი 500 მილიონამდე ალბომი და 75 მილიონზე მეტი სინგლია გაყიდული, რაც ძალიან კარგად აჩვენებს პოპ მუსიკის სამყაროში ამერიკელი არტისტის მნიშვნელობას. დღეს Nile Rodgers & Chic-ის გავლენა თუ თანამონაწილეობა გვხვდება ყველგან, სადაც მუსიკაა - ბოლო წლებში ბენდმა Daft Punk, Sam Smith, Pharell, Disclosure და თანამედროვე მუსიკალური სცენის ბევრ საინტერესო ფიგურასთან თუ პროექტთან იმუშავა. ჯგუფის ბოლო ალბომი „It's About Time“ 2018 წელს გამოვიდა და ის Lady Gaga, Elton John და Craig David-თან კოლაბორაციებს მოიცავს.

Nile Rodgers & Chic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 12 თებერვლის 20:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge იქნება შესაძლებელი.

Nile Rodgers & Chic-ის გარდა, 2020 წლის სეზონზე „ბლექ სი არენა“ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენის ოფიციალურ საიტსა და ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ეტაპობრივად გაეცნობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100