სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 20 წლის ახალგაზრდა მე-10 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, კორპუსის მე-10 სართულიდან 20 წლის ბიჭი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილს ბინა მამინაცვალთან ერთად, დღიურად ჰქონდა ნაქირავები. მისი თქმით, ბიჭი მოსაწევად აივანზე იყო გასული, როდესაც ის დიდი ხანი უკან აღარ შემობრუნდა, თავად გავიდა აივანზე და ის უკვე მეათე სართულიდან ხტებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100