სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვეიცარიის ბანკში ხოდორკოვსკის 15 მლნ. ევრო აღმოაჩინეს

გერმანული გამოცემა "Sueddeutsche Zeitung"-ი იუწყება, რომ ბანკ "Julius Baer"-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებსაც რუსეთის ციხეში მყოფი კომპანია "იუკოსის" ექს-ხელმძღვანელთან მიხაილ ხოდორკოვსკისთან აქვს კავშირი.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ ხოდორკოვკის მიერ სავარაუდო ფულის გათეთრების შესახებ სისხლის სამართლის საქმე გერმანელმა გამომძიებლებმა რამდენიმე თვის წინ აღძრეს. გაზეთის ინფორმაციით, ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშებზე 15 მილიონ ევროზე მეტია აღმოჩენილი, რომლებიც თითქოს ხოდორკოვსკისა და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნით.

გამოძიება სავარაუდოდ დაიწყო იუსტიციის სამინისტროში, სადაც პროკურორები ბანკის მეანაბრეების მონაცემების შემცველ კომპაქტ-დისკს ამოწმებდნენ. ამის შემდეგ კი აღმოჩნდა დოკუმენტაცია, რომელიც ხოდორკოვსკის ეხებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100