”ბიძინა ივანიშვილს რომანი აქვს ირაკლი კობახიძესთან…" - ხუხაშვილი (ვიდეო)

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი გადაწყვეტილებით საკუთარი თავი დაამარცხა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა სისულელე გააკეთა, რომ გუშინდელი დაწერილი, კარგად ნააზრევი და გაშალაშინებული წერილი გამოაქვეყნა.

“ოცნებამ” პირველ რიგში თავი დაიმარცხა. ბიძინა ივანიშვილმმა სისულელე გააკეთა, რომ გუშინდელი დაწერილი, კარგად გაშალაშინებული წერილი გამოაქვეყნა. ეს იყო კობახიძის გუშინდელი ნალაპარაკების გადამღერება. ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს რომანი აქვს ირაკლი კობახიძესთან, პოლიტიკური რომანი მაქვს მხედველობაში.

ბიძინა ივანიშვილის ადამიანურად და პიროვნულად გადარჩენის ერთადერთი შანსი ამ წერილის გამოქვეყნება კი არ იყო, მას უნდა ეთქვა, რომ მე მოგეცით პირობა და ეს პირობა ვერ შევასრულე, მიზეზების ახსნა კი არ უნდა დაეწყო უნდა ეთქვა, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან.

რომ მან თქვა, მე მივდივარ პარტიის თავმჯდომარეობიდან, რადგან მე ვერ უზრუნველვყავი დაპირების შესრულება” – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

კომენტარი