ორსული პატარძალი საკუთარ ქორწილში ინსულტით გარდაიცვალა

ბრაზილიელი ჯესიკა გედესი და მისი საქმრო ფლაბიო გონსალესი მოუთმენლად ელოდნენ ქორწილის თარიღს. ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე მათ ცხვრებაში, თუმცა დღესასწაული ტრაგედით შეიცვალა.

30 წლის მედდა საკუთარ ქორწილში 6 თვის ორსული იყო. ორი ტრიმესტრის განმავლობაში მას ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს შექმნია, თუმცა, როდესაც ლიმუზინში ჩაჯდა და ეკლესიისკენ გაემართა, მოულოდნელად თავი ძალიან ცუდად იგრძნო. ჯესიკა ძლიერმა თავბრუსხვევამ და კისრის არეში ტკივილმა შეაწუხა, თუმცა ეს ყველაფერი ემოციურ ფონეს დააბრალა.

31 წლის ფლავიო ამ დროს საკურთხეველთან ელოდა საცოლეს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ აგვიანებდა პატარძალი. გზაში ჯესიკამ გონება დაკარგა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს და საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, რათა ბავშვი გადაერჩინათ. ოპერაციის შემდეგ ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა, პატარძალი კი დაიღუპა.

კომენტარი