სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო რაა, მიყვარხარ" - ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს ავრცელებს და გარდაცვლილ მეუღლეს ძალიან თბილი სიტყვებით მოიხსენიებს:
"....მაინც მატირა... ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც სტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ, რომ ის შვილისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა... როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიკო სიტყვა ,,მეზიზღება... 30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა, ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა. ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს რომ არ გავბუტულვართ, შუა თამაშში მიმატოვა... რატომ ???? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ... ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! გმადლობ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში... მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე... მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო რაა, მიყვარხარ"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100