სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ წუთას ველაპარაკე მკურნალ ექიმს" - მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მეუფესთან დაახლოებული პირი არ ადასტურებს. მამა მატათა ამბობს, რომ იგი რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა მკურნალ ექიმს და დაუდასტურეს, რომ მეუფე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება.

"იმდენმა ადამიანმა დამირეკა, ამ წუთში ველაპარაკე მკურნალ ექიმს და სტაბილურად მძიმეა, არაფერი არ შეცვლილა დილის მერე", - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში მამა მატათამ.

ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც მეუფე მკურნალობის კურსს გადის.

"მძიმედ არის, მაგრამ ცოცხალია", - აცხადებენ კლინიკაში.

მეუფე კალისტრატე 10 დღეზე მეტია რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიამ მეუფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფოტოსთან ერთად ბოლოს 10 ივნისს გაავრცელა. კლინიკაში გადაღებულ ფოტოზე, კალისტრატე მამა იოსებ ბურჯანაძეს არქიმანდრიტის ხარისხით აჯილდოვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100