ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს მიმართავს და აი, რას ურჩევს

ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკა ხვედელიძეს მიმართავს და აი რას ურჩევს:

"ქალბატონო ეკა!!! ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის თხოვნაა თქვენდამი, როგორც ჩემი ქვეყნის პირველი ლედის მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს. მაგალითად, ბალზაკის "შაგრენის ტყავი" ან სხვა, რომ მიხვდეს ტერმინი "ბალზაკის ასაკი" ქალბატონებთან მიმართებაში გამოიყენება და არა გუბაზთან, კოტესთან ან ჩემთან.

გთხოვთ იმიტომ, რომ თქვენი მეუღლე ტვ "ნადეჟდაზე" ჩვენზე მორიგ სიუჟეტს რომ გააკეთებინებს კვლავ ასეთი გაუნათლებელი არ გამოჩნდეს.

ბალზაკის ასაკის კმარას სახელით,

ირაკლი"

კომენტარი