სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის გზები ისევ გადაიკვეთა - ყოფილი მეუღლეები დაშორების შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი დასავლეთ შოუ ბიზნესის ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებოდა, თუმცა 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ამის შემდეგ საზოგადოებას ერთად აღარ უნახავს.

სულ ცოტა ხნის წინ ვენეციის კინოფესტივალზე მათი გზები გადაიკვეთა და ყოფილმა მეუღლეებმა ფოტოგრაფების თვალწინ ერთადაც იპოზიორეს.

ბელიჩიმ და კასელმა 1999 წელს იქორწინეს. მათ ორი ქალიშვილი - დევა და ლეონი ჰყავთ. 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ვენსანმა 2016 წელს რომანი გააბა ფერადკანიან მოდელ ტინა კუნაკთან, რომელზეც გასულ წელს იქორწინა კიდეც. რამდენიმე თვის წინ წყვილს ქალიშვილიც შეეძინათ.

რაც შეეხება მონიკას, ის სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა თავის ბოიფრენდს, რომელთანაც არც თუ ისე დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100