სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონდიციონერის გამო "მარშუტკის" მძღოლი მგზავრებს გაექცა - რა მოხდა 49 ნომერ სამარშუტო ტაქსში

ნენე მაყაშვილი 49 ნომერ სამარშუტო ტაქსში კონდიცირების ჩართვასთან დაკავშირებულ ამბავს ყვება, რომელიც ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავდება.

საღამოს ამბავი
დაახლოებით 20სთ. და 30წუთზე კოლმეურნეობაზე ჩავჯექი 49 ნომერში(ბოლო გაჩერება სადაც აქვთ). იმდენად ცხელოდა სუნთქვაც გვიჭირდა. მგზავრებს რომ ვკითხე, მძღოლმა უკვე გამოგვიცხადა რომ არ ჩართავს არაფერს.
როდესაც ამოვიდა მძღოლი, ვინმე ხვიჩა ბირკაია, ზრდილიბიანად ვთხოვე იქნებ ჩართოთთქო, რაზეც მიპასუხა, ღამე რა დროს კონდინციონერიაო. ნუ რა მნიშვნელობა აქვს რომელი საათია როცა მგზავრები ითხოვენ ვალდებული ხართ ჩართოთთქო. ამაზე რა თქმა უნდა ხალხიც ამყვა. მძღოლი ამბობდა კონდინციონერის ზედმეტი 25 ლარი სად მაქვსო მერია არაფერს მიხდისო ...
მოკლედ ცოცხალი თავით არ ჩართო, რის გამოც ჩავრთე .. ვოის მემორი და მძღოლს ვკითხე სახელი, გვარი და მანქანის ნომერი. ეს ყველაფერი როგორც კი დაინახა, მანქანა გააჩერა საბჭოს მოედანზე, ფული აიღო და წავიდა. (სატრანსპორტოს ნომერი ახეული იყო)
დაახლოებით 15 მგზავრი, რომელთაც შეიძლება გზის ფულიც აღარ ჰქონდათ სახლში წასასვლელი დატოვა ასე და წავიდა.
მე, ორი ბიჭი და ორი გოგო ვიდექით საათნახევარი და ველოდებოდით. ამასობაში სატრანსპორტოს ნომერიც გავიგეთ,მაგრამ არავინ გვიპასუხა. როდემდე ვყოფილიყავით ასე. ამ ბიჭმა ტაქსი გააჩერა და თავისი ხარჯით გაგვიშვა ყველა სახლში.
.
.
.
ახლა ვზივარ
ერთის მხრივ მიხარია ასეთი ახალგაზრდები რომ არსებობენ და მეორეს მხრივ (მძღოლის მაგალითით) ვფიქრობ რა გვეშველება?!“ - წერს ფეისბუქ მომხმარებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100