"13 მაისი არ უყვარდა არასდროს... სულ ამბობდა, ფინალს ვუახლოვდებიო..." - განო მელითაური კოტე თოლორდავაზე

დღეს მსახიობი კოტე თოლორდავა 40 წლის გახდებოდა. კოტეს მეუღლემ განო მელითაურმა ამ დღესთან დაკავშირებით ძალიან ემოციური პოსტი დადო სოციალურ ქსელში, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"13 მაისი არ უყვარდა არასდროს... სულ ამბობდა, ფინალს ვუახლოვდებიო... მოწონდა, როგორც ვწერდი, იმდენად, საკუთარ დაბადების დღეზე თითო ლექსს მიწერდა და ბალიშზე მიტოვებდა. ძალიან მკაცრად არ შემიფასო, ერთ-ერთ წრეზე მაინც დაგეწევიო. სიყვარული იყო და 3 დიდი სიყვარული დამიტოვა, კიდევ ბევრი ღირებულება... ვერ დაეტია ცისფერ ბურთში მისი ენერგია და იქ წავიდა, სადაც დრო და მატერია არაფერს ნიშნავს. იქ ერთი დიიიიიიდი სივრცეა სიყვარულისთვის და ამ სიყვარულს არც ფორმები აქვს, არც სტატუსები... ერთი მთლიანია. მარადისობას შეურთდა და იქიდან მფარველობს ჩვენს ათინათებს!
დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც ისევ სიყვარულია, ბედნიერი ვარ რომ ვიცნობდი დანკოს".

შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვნეს.

კომენტარი