ზუგდიდში itv.ge-ს გადამღები ჯგუფის მძღოლის ოჯახის წევრების თვალთვალიც დაიწყეს

itv.ge-ს ჟურნალისტების შემდეგ გადამღები ჯგუფის მძღოლის ოჯახის წევრების თვალთვალიც დაიწყეს - "ქართული ოცნება" ჩვეულ სტილს არ ღალატობს და 14 წლის გოგონასაც კი ფოტოებს უღებენ იმ დროს, როდესაც ის ქუჩაში გადაადგილდება.

ინტერნეტ მედია ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"itv.ge-ს გადამღები ჯგუფის მძღოლის ოჯახის წევრებსაც კი უთვალთვალებენ ზუგდიდში. მის 14 წლის შვილს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გადაადგილდებოდა, ასე ნაგლად დაყვებოდნენ და უღებდნენ ფოტოებს, დაშინების მიზნით, ამ მანქანიდან. ხოლო როცა მანაც დაიწყო ფოტოს გადაღება, ფანჯარა აწიეს და გაიქცნენ - პატარა სვავები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaგადაეცით მაგ ორკ გახარიას და იმ მთავარ სვავსაც, წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთენ თუ არა, პირადად და პერსონალურად აგებენ პასუხს, მალე ძალიან, თავისი პოლიტიკური პოლიციის - სუსის პირველი პირების ჩათვლით" - წერს გიორგი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

×