სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნას ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა" - იტალიაში 36 წლის ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარ დარჩია გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"გარდაიცვალა ემიგრანტი 36 წლის თამარ დარჩია იტალიაში....

მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება
(ეს ფოტო ხომ შორენამ 16 აპრილს გადაგიღო). ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს, ბედისწერა? 6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნას ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა... ცრემლითა და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა, სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება... მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს... საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია....

ემიგრანტები!!! ვაი სიშორევ, ძალა არ გვყოფნის ტკივილმა ქვა-კლდედ გადაგვაქცია,
სამძიმარს გითვლით ქართველო ერო, საზღვრებს გარედან ემიგრაცია..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100