სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ შეურაცხადად ცნო და ბრალდება მოუხსნა

რუსთავში, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ტრაგედია – 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს სასამართლომ ბრალდება მოუხსნა. მას ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განესაზღვრა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ვალერი ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100