გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ იტყობინება:
11 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსი იქნება.

12 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
13-14 მარტს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 11-14 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 11 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება.

კომენტარი

×