"ამით აპელირება და მისი ქილიკი თქვენს სისუსტეს წარმოაჩენს" - აი, რა კომენტარი დაუწერა მამა თეიმურაზმა ნანუკა ჟორჟოლიანს ბენტლიანი მამაოს ფოტოზე

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, სადაც მამაო "ბენტლს" მართავს, ნანუკა ჟორჟოლიანმაც გამოაქვეყნა. ფოტომ საზოგადაოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ტელეწმყვანის პოსტზე კომენტარების ავტორები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მათ შორის იყო მამა თეიმურაზ ქორიძე, რომელმაც ასეთი კომენტარი დაუწერა ნანუკა ჟორჟოლიანს:

"შეიძლება არც იყოს მისი. მაგრამ, თუ მისია ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახალხოდ გამოიტანოთ ადამიანის "სისუსტეები". ვგონებ არაღირსეული საქციელია. თუ ადამიანს/მღვდელს მიდრეკილება აქვს ძვირადღირებული ნივთებისკენ ეს ცუდია, მაგრამ ეს ცუდი თავად მას აზიანებს და მის სულიერ მდგომარეობას და ამით აპელირება და მისი ქილიკი კი, თქვენს სისუსტეს წარმოაჩენს. ვინ უფრო სუსტია ის ვისაც დასცინიან თუ ის ვინც დასცინის?გთხოვთ, ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს ცუდის წარმოსაჩინებლად, კარგი ვეძებოთ ერთმანეთში.რამდენი ულუკმაპურო მღვდელია,რომელიც უანგაროდ ემსახურება ერს,რატომ მათ არ წარმოაჩენთ? სიყვარულით მივუდგეთ ერთმანეთს.
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „თუ სასულიერო პირი ჭეშმა-რიტებას გვასწავლის, მისი ცხოვრების წესს ნუკი უყურებ, არამედ მის სიტყვას უსმინე, არასოდეს თქვა: რატომ მიქადაგებს იმას, რასაც თავად არ ასრულებს? მას ყველას დამოძღვრა ევალება და თუ თავად ასე არ იქცევა, ამას უფალი განსჯის. თუკი შენ ყურად არ იღებ მოძღვრის ქადაგებას, შენც სასჯელი გელის, ვინაიდან მწყემსის გმობა ცხვრების საქმე არ არის, ძმანო. იგი თქვენი და თქვენი თანამოძ-მეების გამო ყოველდღიურად ღვთისმსახურებას ასრულებს, დილა-საღამოს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ უფალს თქვენს თავს ავედრებს. მხოლოდ ამაზე იფიქრეთ და სასულიერო პირი საკუთარ მამად ჩათვალეთ. თქვენ იტყვით: „იგი ცოდვილი და ბოროტია" შენ რა გესაქმება ამასთან? თუკი ურწმუნო ხარ, რა სარგებელი გექნება, თუნდაც კეთილმა ილოცოს და იღვაწოს შენთვის? მაგრამ, თუკი ჭეშმარიტად გწამს, შენზე არც იმოქმედებს სასულიერო პირის ღირ-სეულობა თუ უღირსება. გახსოვდეს, რომ „კურთხევა უფლისაგან მოდის; მღვდელი მხოლოდ ბაგეს ხსნის, ყველაფერს კი თავად უფალი აღასრულებს". - წერს მამა თეიმურაზი.
შეიძლება არც იყოს მისი. მაგრამ, თუ მისია ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახალხოდ გამოიტანოთ ადამიანის "სისუსტეები".

კომენტარი