"არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება"

ინტერნეტ-მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:


"ვენესუელაში განვითარებული მოვლენები და საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის მესამე თავი გვასწავლის: "არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება".
ხოლო, თუ ხელისუფლება მიითვისეს ან უკანონოდ მოიპოვეს, მათ შორის არჩევნების გაყალბების გზით, ხალხს აქვს აჯანყების უფლება.
იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის დაბადებითი უფლება, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პრეამბულის მესამე აბზაცში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა აიძულოს ხალხი, ისარგებლოს აჯანყების უფლებით.
მადურომ ეს ვერ გაიგო. ამიტომ, მიიღო გუაიდო და სრული იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან.
გესმით ხომ ბატონო ბიძინა?"

კომენტარი

×