სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მონაკოს პრინცი მესტიაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩავა

მონაკოს პრინცი ალბერ მეორე ბათუმიდან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მესტიაში გაემგზავრა, სადაც პრინცი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაათვალიერებს.

ალბერ მეორე მესტიიდან ისევ ბათუმში დაბრუნდება, სადაც სპექტაკლ "ქეთო და კოტეს" დაესწრება, შემდეგ კი ღამის ბათუმს დაათვალიერებს.

ხვალ მონაკოს პრინცი ბაკურიანში გაემგზავრება, სადაც ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებს და სპორტსმენის ოჯახის წევრებს შეხვდება.

ხვალვე ალბერ მეორე ყვარელში რთველს დაესწრება. შემდეგ კი დმანისში არქეოლოგიურ გათხრებს დაათვალიერებს და მეცნიერებს შეხვდება.

ამასთან, ხვალ პრინცი თბილისში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისისა და ოლიმპიური მუზეუმის გახსნას დაესწრება, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ეწვევა.

20 სექტემბერს ალბერ მეორე თბილისის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს და სამშობლოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100