სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ვაჟი საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში"

ცნობილ მსახიობს კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.

"ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ - გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა.
ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება. კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში.
იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!" - წერს თეატრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100