სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი ბაღდათის ტყეში - ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ორი დღეა ცდილობენ

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები დღეს დილიდანვე განახლდა. ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ამასთან, მეხანძრე-მაშველები ვარაოდობენ, რომ ცეხლის ლოკალიზება დღეს მოხერხდება.

ხანძარი უკვე ორი დღეა მძვინვარებს, თუმცა დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100