ვარკეთილში მცირეწლოვანი გოგონა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზით ინტოქსიკაცია მიიღეს მშობლებმაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

კომენტარი