"ევროპული საქართველო მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს" - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემებით ხმების 10% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ 37%, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 34%.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დავით ბაქრაძემ გამართა ბრიფინგი და მოუწოდა თავის მომრჩეველს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური გაიმართება, გრიგოლ ვაშაძეს მისცეს ხმა, რადგან "ევროპული საქართველო" სწორედ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

კომენტარი