სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვინც აქტიურობდა იმას დასდევდა“ - მოკლული გოგონას ბაბუა ბრალდებულის შესახებ დეტალებს იხსენებს

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ნებიერიძეს სახაზინო ადვოკარი იცავს. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მოკლული ნანა ბერიაშვილი ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი იხსნებეს, რომ გოგონას გაუჩინარების შემდეგ, ნებიერიძე ოჯახის წევრების გარემოცვაში ტრიალებდა :

„მაგან გაიგო, რომ ძაღლი უნდა მოეყვანათ, ან იქ გაიგო, ან მანდა. ვლაპარაკობდით, რომ ელოდებიან, ძაღლი უნდა მოიყვანონ და ვინც აქტიურობდა, თუნდაც მე ვიყო, იმას შორიახლოს დასდევდა. ვინც აქტიურობდა, ყველამ გაიგო, რომ იმას დასდევდა და ყველამ აღიდგინა,“ - განაცხადა მოზარდის ბაბუამ.

ორი დღის წინ გაუჩინარებული 9 წლის გოგონა გორში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს. გოგონას ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული, ტავზე კი პარკი ჰქონდა ჩამოცმული

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100