„ერთ ჩემს მეგობარს ეწერა, გორელია, აქ ამბობენო, რომ ძალიან ბევრი ბავშვის ფოტო ჰქონია, მე რა ვიცი, იქნებ ერთ-ერთი ჩემი შვილიც არისო“

არ ვიცი რამდენად მართალია, როგორც მომწერეს პროკურატურაზე დაყრდნობით, ეს მკვლელი, ბავშვის მოტაცებზე იყო ნასამართლევი” - ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს წევრი ლიკა ბასილაია- შავგულიძე ავრცელებს.

პოსტზე უამრავი კომენტარია, რომელთა შორის არის ჟურნალისტ ნინო ლონგურაშვილის ასეთი კომენტარი - „ერთ ჩემს მეგობარს ეწერა (გორელია,მეზობელი) აქ ამბობენო, რომ ძალიან ბევრი ბავშვის ფოტო ჰქონია, მე რა ვიცი, იქნებ ერთ-ერთი ჩემი შვილიც არისო“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 8 წლის მკვლელობაში ბრალდებულს ტელეფონში გარდაცვლილის ფოტოები უპოვეს. როგორც ჩანს, ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას კიდევ სხვა ბავშვების ფოტოებიც ჰქონდა ტელეფონში.

შეგახსენებთ, რომ 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

კომენტარი