უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

28 სექტემბერიდან 2 ოქტომრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 28 სექტემბერს +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო შემდეგ დღეებში 4 – 5 გრადუსით მოიმატებს.
თბილისში 28 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება გრილი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22, ხოლო 29 -30 სექტემბერს +26, +28 გრადუსი იქნება. 1 ოქტომბერს მცირე წვიმაა შესაძლებელი.

კომენტარი

×