ესპანეთში ძლიერი სიცხის გამო ათი ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი სიცხის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის საგანგებო სამედიცინო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მეათე გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, მზის დარტყმისგან გარდაიცვალა, ქუჩაში იპოვეს.
გასული კვირის ბოლოდან ესპანეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.
მეტეოროლოგები მიმდინარე კვირას ტემპერატურის შემცირებას პროგნოზირებენ.

კომენტარი