სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება ეს ომი იყო, სადაც საგმიროდ მივდიოდით, მაგრამ წავაგეთ. მაგრამ ამ ომს ბევრი გმირი ჰყავდა"

პოეტი ნიკო მიქაიააგვისტოს ომსიხსენებს:

დღეს 10 წელი შეუსრულდა ამ ფოტოს! ეს ვაზიანია, 2008 წლის 7 აგვისტოს ღამე. 4 ბიჭი, 21 წლის სისხლადუღებული ბიჭები, რომლებიც ვითომ გმირობისთვის ემზადებოდნენ და მიდიოდნენ იქ, სადაც სამშობლოს უჭირდა.

არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ 10 წლის წინ ამ ქვეყანას ძალიან უჭირდა, ძალიან! ჩვენ მსოფლიოს ყველაზე დიდი ურჩხული დაგვესხა თავს და უბრალოდ თავისი სისხლიანი კლანჭებით უნდოდა ჩვენი გადაყლაპვა! ამ ურჩხულს უბრალოდ სისხლი სწყუროდა, მეტი არაფერი! ჩვენი, 21 წლის ბიჭების სისხლი, კიდევ ერთი თაობა უნდოდა რომ გაეწყვიტა საქართველოში!

ხო ამ ფოტოზე მე, გიო გილიგაშვილი, ივა ხასია და ოთარ გზირიშვილი ვართ! სტუდენტობის მეგობრები, რომლებიც იმ ხუთმა დღემ ომის მეგობრებადაც გვაქცია. ბოლო ავტობუსით გავედით ვაზიანიდან, ბიჭები მე მელოდნენ როდის ჩამოვიდოდი ჩხოროწყუდან. რა კარგად მახსოვს, ავლაბარში სუპერმარკეტთან გავაჩერეთ და როგორ გვაცილებდა ხალხი, ქალები ტიროდნენ, კაცები გვამხნევებდნენ, ბიჭები გვაგულიანებდნენ, ხვალიდან ჩვენც იქ ვიქნებითო, ყველა გოგოსთვის კი სასურველი სასიძოები ვიყავით მაშინ ვისაც ფორმა გვეცვა და ხელში ავტომატი გვეჭირა. როგორი ერთიანი იყო საქართველო მაშინ. კი მაშინ უღალატეს სამშობლოს, მაგრამ საერთო ფონი ერთიანი იყო მაინც! უკან მე ვახო მემანიშვილიდა შაკო ცინცაძე დავბრუნდით 11-ში ღამე. როგორ მახსოვს, ტაქსის ფული არ გვქონდა დიღომში, ვიღაც ცოლ-ქმარმა ტაქსი გაგვიჩერა, 20 ლარი მისცა მძღოლს და ბიჭები წაიყვანეო, მძღოლმა კი კატეგორიული უარი უთხრა ფულის გამორთმევაზე.

ჩვენ ვერ გავხდით გმირები, ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება ეს ომი იყო, სადაც საგმიროდ მივდიოდით, მაგრამ წავაგეთ. მაგრამ ამ ომს ბევრი გმირი ჰყავდა. არავინ ვიცოდით ვინ იყო მაშინ გიორგი ანწუხელიძე, მაგრამ ვიცოდით, რომ ათიათასობით ქართველში ბევრი ანწუხელიძე იყო, ბევრი რომ ყორღანაშვილი-მეორე დღემ გვაჩვენა ყველას. ჩვენ გადავრჩით, არც არაფერი გვიქნია, ან ვინ გვაცადა, მაგრამ იმ ომში ბიჭები დაიხოცნენ, გმირი ბიჭები!

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მხოლოდ ომში მკვდრებს ვაღიარებთ გმირებად და იქ გადარჩენილი გმირები შეიძლება უბრალოდ ციხეში გამოვკეტოთ რამდენიმე წელიწადში! საქართველო სამწუხაროდ ის ქვეყანაა, რომელშიც 2018 წლის აგვისტოში ,, სტუდიოს კონცერტს ელოდებიან, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტობაზე თურმე შეიძლება კენჭი იყაროს ნაძირალამ, რომელიც 10 წელია ამტკიცებს, რომ ეს ომი ჩვენ დავიწყეთ!

მაგრამ საქართველო, გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაცაა, არჩილ ტატუნაშვილისაც და კიდევ ბევრის. კი მე მჯერა, რომ ერთხელაც გათენდება დღე, როდესაც ბევრი ანწუხელიძე გაიზრდება ამ ქვეყანაში და ამ ურჩხულს აუცილებლად გამოგლეჯს ჩვენს მიწებს! ჩვენ გავიმარჯვებთ! ბოროტება მაინც დამარცხდება და გმირები მარტო გარდაცვლილები არ იქნებიან ამ ქვეყანაში! მე ამის მჯერა!

7 აგვისტო თენდება და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს სამტკიცებელია, რომ რუსეთი ოკუპანტია! სამწუხაროა, რომ მხოლოდ ომმა გაგვაერთიანა და მას მერე 10 წელია ერთმანეთის ჭამით ვერ გავძეხით!!!

და მაინც სისხლი ისევ დუღს, დუღს ძარღვებში და ჩვენზე უფრო მაგარი 21 წლის ბიჭები იზრდებიან! ჩვენ კი რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, მაინც იგივე გზას გავივლით

რუსეთი ოკუპანტია! ანწუხელიძე ჩვენი თაობის გმირი, ბავშვობიდანვე ასწავლეთ თქვენს შვილებს ეს და აუცილებლად იამაყეთ მათთან რომ გიორგი ანწუხელიძის თანამედროვენი ვიყავით!

საქართველო მაინც გაიმარჯვებს!!!“- წერს ნიკო მიქაია და მაშინდელ ფოტოსაც აქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100