საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას" - წერია საკონსტიტუციოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძისა და გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელის საფუძველზე მიიღო. ჯაფარიძე და მეგრელიშვილი მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, მათ ინტერესებს გირჩის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია იცავდა.

მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი და ევა გოცირიძე შეადგენენ. საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 30 მაისს გაიმართა.

კომენტარი