სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს" - რა მდგომარეობაშია რუსი ტურისტი, რომელსაც მყინვარზე მეხი დაეცა?

რუსი ტურისტი, რომელსაც მყინვარზე მეხი დაეცა, მომხდარის დეტალებს იხსენებს. ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქე სტეფანწმინდის ჰოსპიტალში მკურნალობს.

„შვიდი-რვა კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე. ორი უკვე ასული იყო დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით, ათი მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა არ მახსოვს, როდესაც ჩამომიყვანეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავით გავჩერდით 400 მეტრი სიმაღლეზე ბანაკში არ შემეძლო სიარული და ორგანიზმიც გადაციებული მქონდა, ღამე კარავში დავრჩით, ვერტმფრენი მხოლოდ მეორე დღეს ჩამოფრინდა ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ფეხზე ვერ ვდგები და წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს, ექიმები მეუბნებიან რომ გამიმართლა, რადგან მეხის დაცემით ადამიანი კვდება“- ამბობს ვლადისლავ პოპოვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100