ტყიბულის ტბაში 16 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულში, სოფელ ახალსოფელში 16 წლის მოზარდი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ტბაში საბანაოდ ხშირად დადიან, თუმცა ადგილს, სადაც მაშველებმა 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, საბანაოდ ნაკლებად იყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი