სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძმებ წიწილაშვილებს თურქეთში მკვლელობა ედებათ ბრალად

თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი ედებათ მკვლელობაში. როგორც თურქული მედია იუწყება, ერთი ქართველი დაკავებულია, ხოლო მეორე კი ძებნაშია.


გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, საუბარია ძმებ გიორგი და გაგა წიწილაშვილებზე. ძმები წიწილაშვილები თურქეთის მოქალაქემ ორჰან ჩელიქმა სამუშაოდ ორი თვის წინ აიყვანა. ორჰან ჩელიქის სახლი სამუშაო ადგილის ზედა სართულზე მდებარეობდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, გასულ შაბათს ძმებმა წიწილაშვილებმა ორჰან ჩელიქს ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და მისი წამება დაიწყეს. აღნიშნულს ორჰან ჩელიქის მეუღლე შეესწრო, რომელიც ქართველების მხრიდან ასევე გახდა წამებისა და ძალადობის ობიექტი.

დანაშაულის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ჩელიქის შვილი, რომელმაც მეზობლებს უხმო დახმარებისთვის. შედეგად, ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ გამოძახებულნი. მათ გიორგი წიწილაშვილი დააკავეს, ხოლო გაგა წიწილაშვილმა გაქცევა მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100