აქციაზე "ქართული მარშის" სამი აქტივისტი დააკავეს

ფილარმონიის წინქართული მარშისსამი წევრი დააკავეს. დაკავებულია ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე, დანარჩენი ორი დაკავებულის ვინაობა და მათი დაკავების მიზეზი უცნობია.

როგორც ცნობილია, "ქართული მარში" ფილარმონიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გურამ ქართველიშვილის მოწოდებას უერთდებიან და დიდ საკონცერტო დარბაზთან აქციაზე მიდიან.

"ქართული მარშის" წევრების განცხადებით, ისინი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა პარალელურ აქციას მართავენ.

ქართული მარშისაქტივისტები აცხადებენ, რომ ვინაიდან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მთავარი ლოზუნგია "ნუ მომკლავ!", პოლიტიკოსები იმყოფებიან, არ მივლენ.

კომენტარი