სააგენტო AVN - მექსიკაში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 105 პოლიტიკოსი მოკლეს

მექსიკაში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 105 პოლიტიკოსია მოკლული - ამის შესახებ სააგენტო AVN ანალიტიკური კომპანია Etellekt-ის მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება.

მას შემდეგ, რაც არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, 2018 წლის 31 მაისამდე 105 პოლიტიკოსი მოკლეს. 28 მათგანი კენჭისყრას სხვადასხვა თანამდებობაზე აპირებდა, 10 კი უკვე დარეგისტრირებული კანდიდატი იყო. კიდევ 117 პოლიტიკოსის მისამართით მუქარები შემოვიდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.


1-ელ ივლისს მექსიკის მოსახლეობა პრეზიდენტს, 128 სენატორსა და პარლამენტის ქვედა პალატის 500 დეპუტატს აირჩევს. გარდა ამისა, ქვეყანაში გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების არჩევნები გაიმართება.

კომენტარი