სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყიფიანის ქუჩაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარებს კლდის მასა მოწყდა (ვიდეოკადრები)

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარებს კლდის მასა მოწყდა.

ვიდეოკადრები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოშლილმა მასამ მშენებლობა დააზიანა.

როგორც ცნობილია, რომ ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას მოსახლეობა რამდენიემ თვეა უშედეგოდ აპროტესტებს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილეს და ზედამხედველობის სამსახურს ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა.

კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კლდის ჩამოშლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს, დღის ბოლოს მომხდარზე ინფორმაცია უნდა იყოს.

“ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ასევე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, შევისწავლოთ რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლომდე უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100