„ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს მას დაემართა, თუმცა ვამაყობ, რომ ის დედაჩემი იყო“ - კემეროვში ხანძრის დროს დაღუპული ქართველი მასწავლებლის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს

კემეროვის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის დროს უამრავ ადამიანს შორის ეთნიკურად ქართველი მასწავლებელი ტატიანა დარსალია დაიღუპა. მან შემთხვევის დროს საკუთარ ქალიშვილს სავაჭრო ცენტრიდან გასვლაში დაეხმარა და შემდეგ უკან შებრუნდა ბავშების დასახმარებლად, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ხანძრიდან დაღწევას. ტატიანამ უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა და ტრაგიკულად დაიღუპა. დარსალიას ქალიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი დედის პირადი გვერდიდან მიმართვას ავრცელებს, რომლის თარგმანსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

„მე ელეონორა დარსალია ვარ, ტატიანას ქალიშვილი. ვპასუხობ მათ, ვინც ჩვენს გვერდით დგას მწუხარების ჟამს. ბოდიში, თუ ყველას სათითაოდ ვერ გწერთ. ჩვენ ის სამუდამოდ გვემახსოვრება და გვეყვარება, დედა იყო და დარჩება საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს მას დაემართა, თუმცა ვამაყობ, რომ ის დედაჩემი იყო. ის დაიღუპა, როგორც გმირი, რადგან საკუთარ სიცოცხლეზე წინ ბავშვები დააყენა და სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო. ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება“ - წერს ელეონორა სოციალურ ქსელში.

ტატიანას დღეს, 28 მარტს კემეროვში დაკრძალავენ.

კომენტარი